Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

რამდენიმე რჩევა მათთვის ვისაც დაბალი წნევა აწუხებთ

რამდენიმე რჩევა მათთვის ვისაც დაბალი წნევა აწუხებთ

  • მიიღეთ მეტი სითხე (წყალი, კომპოტი, მინერალური წყალი, ახლადგამოწურული წვენები). მისაღები წყლის რაოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ ასაკი და არსებული დაავადებები (მაგ. გულის უკმარისობის დროს წყლით ვერ დაიტვირთებით). სითხე ზრდის მოცირკულირე სითხის მოცულობას და თავიდან აგვაცილებს დეჰიდრატაციას, რაც მნიშვნელოვანია ნორმალური წნევის შესანარჩუნებლად.
  • მიიღეთ მეტი მარილი. ჰიპოტენზიის დროს კი სუფრის მარილი შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს. ბუნებრივია, აღნიშნული რეკომენდაცია არ ეხება გულის პათოლოგიის მქონეადამიანებს.ამიტომ ამ რეკომენდაციის შესრულებამდე ექიმს უნდა სთხოვოთ რჩევა.
  • ცნობილია, რომ კოფეინის შემცველობის გამო ყავა და ჩაი დროებით ზრდის არტერიულ წნევას, მაგრამ მოგვიანებითი ეფექტი სრულიად განსხვავებულია. ამასთან, კოფეინი შესაძლოა სხვა პრობლემების მიზეზად იქცეს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
  • მნიშვნელოვნად შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლის ზემოქმედებით ხდება სისხლძარღვების გაფართოება და დეჰიდრატაცია, რაც ამცირებს არტერიულ წნევას.
  • ნუ წამოდგებით სწრაფად სკამიდან, განსაკუთრებით კი დილით, საწოლიდან. ჯერ ნელა დაჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდექით ფეხზე. თუ დაჯდომისას მსუბუქ თავბრუხვევას ან სისუსტეს იგრძნობთ, ფეხები ერთმანეთზე გადაიდეთ, გადააჯვარედინეთ. ეს გაზრდის გულისკენ სისხლის მიდინებას.
  • გადახედეთ ჩვეული კვების რაციონს, ნუ დაიცავთ დიეტას. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით ჯანსაღი საკვები, წვნიანი კერძები. დილა დაიწყეთ კარაქითა და ყველით დამზადებული ბუტერბროდით და ჩაით ან ყავით. ოფისში წასაუზმებისთვის გამოგადგებათ თხილეული და ხილი, მათში შემავალი ვიტამინები სისხლძარღვებს უკეთ მუშაობაში ეხმარება. სადილზე აუცილებელია ხორცი ან თევზი. მათში თქვენთვის აუცილებელი ცილებია. მეტად სასარგებლოა პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კალიუმს  (ლობიო, გარგარის ჩირი, ზღვის კომბოსტო, შავი ქლიავი, ქიშმიში, ბარდა, კარტოფილი და სხვ.). დღის განმავლობაში დალიეთ მაგარი ტკბილი ჩაი ლიმონით, ხილის წვენი. შეგიძლიათ თავი გაინებივროთ შავი შოკოლადის ნატეხით. საღამოს სასარგებლოა რძის პროდუქტების მიღება. საკვები მიირთვით ნელა, მცირე ულუფებით და ხშირად.
  • თავი აარიდეთ ცხელ წყალში ბანაობას, მზეზე დიდხანს ყოფნას, გაუნიავებელ ოთახში ყოფნას. გამოძებნეთ დრო ზომიერი ფიზიკური აქტივობის და სუფთა ჰაერზე სეირნობისათვის.
  • ექიმთან შეთანხმებით (!) დაგეხმარებათ პოლივიტამინური პრეპარატების პერიოდული მიღება, ასევე ზოგიერთი მცენარეული პრეპარატი (ჯენშენის, ჩინური ლიმონურას, ფუტკრის ცვილის და სხვ. ნივთიერებების შემცველობით).
  • დაგეხმარებათ სპეციალური კომპრესიული წინდების ტარება, როგორც ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. მათი მეშვეობით შესაძლებელია ეფექტურად შემცირდეს სისხლის დეპონირება ვენურ სისტემაში, რაც ჰიპოტენზიის ერთ-ერთი

და მაინც, თუ დაბალ წნევას ატარებთ, მოგიწიათ დახუთულ ოთახში ყოფნა და იგრძენით თავბრუსხვევა, ყურებში შუილი,  თავის ტკივილი, მხედველობის გაუარესება, გულისრევა, გულისცემის გახშირება, რაც ჰიპოტენზიის და შესაძლო გულის წასვლის წინასიმპტომებია, რაც შეიძლება სწრაფად დაჯექით (სთხოვეთ, ადგილი დაგითმონ), თავი მუხლების ქვევით დახარეთ, ისუნთქეთ თანაბრად მაგრამ არა – ღრმად. წამოდექით, მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს უკეთესად იგრძნობთ.

უნდა ვიცოდეთ, როგორ დავეხმაროთ წნევის დავარდნის შემთხვევაში სხვა ადამიანს, რომელიც შეიძლება შემთხვევით ჩვენს გვერდით აღმოჩნდეს.

თუკი შეესწრებით მსგავს სიტუაციას სხვა ადამიანთან დაკავშირებით ტრანსპორტში ან საზოგადოებრვი თავშეყრის ნებისმიერ ადგილზე, შეეცადეთ სწორად დაეხმაროთ მას:

  • დაუთმეთ ადგილი ან გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე.
  •  ვარდნის შემთხვევაში დაიცავით ტრავმის შესაძლო განვითარებისაგან.
  • თუკი შესაძლებელია, წამოაწვინეთ  სწორ ადგილზე, წამოუწიეთ ქვედა კიდურები ზევით.
  • არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ ზოგიერთ „კეთილისმსურველს“, რომელიც მოინდომებს მისთვის საგულე საშუალებების მიცემას (განსაკუთრებით ეს ეხება ნიტროგლიცერინს).
  • თუკი ზ.ა. მდგომარეობა რამდენიმე წუთში არ გამოსწორდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *