Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ვოლოსი: სტუდენტური წვეულების შემდეგ ათობით ახალგაზრდის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო

ვოლოსში სასწრაფო დახმარების ბრიგადის  ათეულობით გამოძახება დაფიქსირდა ალკოჰოლის დიდი დოზით მიღების და ინტოქსიკაციის გამო  ახალგაზრდების საავადმყოფოში გადასაყვანად,  თესალიის უნივერსიტეტში გამართული სტუდენტური  წვეულების შემდეგ.

გავრცელებული ცნობით,  8000-ზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ესწრებოდა გრანდიოზულ  სტუდენტურ წვეულებას, რომელიც მოეწყო ქვეყნის მასშტაბით და ორგანიზებული იყო თესალიის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტის  მიერ.

სტუდენტები კერძო მანქანებით  და ავტობუსებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ წვეულებაზე დასასწრებად, რომელიც დაიწყო პედიონ არეოსში, არქიტექტურული  ზონის წინ ატრიუმში  საღამოს 11 საათზე და დილამდე გაგრძელდა.

სამწუხაროდ  წვეულება უსიამოვნებებით დასრულდა, რადგან ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო დაახლოებით 40 ახალგაზრდის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, გარდა ამისა ზოგიერთ მათგანს აღენიშნებოდა სხეულის მსუბუქი დაზიანებები, სავარაუდოდ წონასწორობის დაკარგვის დროს დაცემის შედეგად.

ეჭვს ბადებს წვეულებაზე გამოყენებული ალკოჰოლური სასმელების ხარისხი, რამაც სავარაუდოდ  ახალგაზრდების მოწამვლა გამოიწვია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *