Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ირაკლიოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნახევარ კილოზე მეტი მარიხუანა გადაჰქონდათ

ირაკლიოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნახევარ კილოზე მეტი მარიხუანა გადაჰქონდათ

ირაკლიოში ორმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ ქალაქში, ეჭვი აღუძრა სამართალდამცავ ორგანოებს. პოლიციამ ისინი ოთხშაბათს შესამოწმებლად გააჩერა და შემოწმებისას აღმოაჩინა რომ თან დამუშავებული მარიხუანა ჰქონდათ, რომელიც უნდა გადაეცათ მათი თანამემამულეებისთვის.

დაკავებულები 27 და 22 წლის მამაკაცები არიან. მათ თან ხუთი შეკვრა დამუშავებული მარიხუანა ჰქონდათ, შოკოლადის ფორმაში. ნარკოტიკული ნივთიერება ჯამში 457 გრამს იწონიდა.

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ  დაკავებულების სახლების ჩხრეკის ორდერი გასცა. ჩხრეკის შედეგად მათი სახლებიდან კიდევ 195 გრამი დამუშავებული მარიხუანა ამოიღეს და დააკავეს კიდევ ორი 23 და 30 წლის მამაკაცი, რომლებიც აწ უკვე ზემოთ ხსენებულ დაკავებულებთან ერთად ცხოვრობდნენ. 

მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე ნარკოტიკული ნივთიერების ფლობა, გადატანა, გაყიდვისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *