Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

როგორ ავირიდოთ მაღალი წნევა თავიდან?

როგორ ავირიდოთ მაღალი წნევა თავიდან?

მაღალი წნევა – არტერიული ჰიპერტენზია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი ხუთი ზრდასრული ადამიანიდან ორს მაღალი წნევა აწუხებს. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტი ძირითად შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად იჩენს თავს, თუმცა ეს არ გამორიცხავს ახალგაზრდებში მაღალი წნევის არსებობას.

  • თავის ტკივილი
  • ყურებში ხმაური
  • თავბრუსხვევა
  • საერთო სისუსტე
  • გულის ფრიალი
  • სუნთქვის გაძნელება
  • მხედველობის დაბინდვა
  • ძილიანობა
  • კიდურების დაბუჟება
  • ცხვირიდან სისხლდენა

ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ერთი, ან კომპლექსურად რამდენიმე მათგანი, შეიძლება იყოს მაღალი წნევის სიმპტომი, რაც აუცილებელ ყურადღებას საჭიროებს, რადგან არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე იზრდება ინსულტის, ინფარქტის და გულის უკმარისობის განვითარების რისკი.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არტერიული ჰიპერტენზის დროს პაციენტი ხშირად სრულიად უსიმპტომო შეიძლება იყოს და წნევის მატება შემთხვევითი გაზოვმით გამოვლინდეს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა?

მაღალწნევიან პაციენტთა 92-95%-ში ჰიპერტენზია დამოუკიდებელი დაავადებაა, 5-8%-ს კი აღენიშნება მეორადი ჰიპერტენზია, ანუ სხვა ორგანოს დაზიანებით გამოწვეული წნევის მატება.

ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუ რა იწვევს მაღალ წნევას, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ზრდის მისი განვითარების რისკს, მაგალითად ასეთებია:

  • გენეტიკური განწყობა
  • სიმსუქნე
  • დიდი რაოდენობით მარილის მიღება
  • კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისად შეტანა
  • უმოძრაობა
  • დიდი რაოდენობით ყავის ან კოფეინის შემცველი სასმელების მიღება
  • ალკოჰოლის დიდი რაოდენობა
  • არასაკმარისი ძილი
  • ასაკი

ცხოვრების ჯანსაღი წესი არა მარტო ამცირებს ჰიპერტენზიის განვითარების რისკს, არამედ ამ პრობლემის უკვე არსებობის შემთხვევაში, შესამჩნევ შედეგს იძლევა.

როგორ მოვიქცეთ მაღალი წნევის დროს?

მაღალი წნევისას დროული მოქმედება და ექიმთან ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის იწვევს ორგანოების დაზიანებებსა და გართულებებს.

სწორედ მაშინ, როცა დრო არ ითმენს და ექიმთან რიგში დგომამ შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს მდგომარეობა, აუცილებლად უნდა მიმართოთ რედმედს.

რედმედი პაციენტს აძლევს საშუალებას ისარგებლოს ექიმის ვიდეო, ან აუდიო კონსულტაციით 24 საათის განმავლობაში. სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე თქვენთვის სასურველ ექიმთან და ონლაინ, ვიდეო ზარით ან სატელეფონო საუბრით მიიღოთ მისი რჩევები.

თუ კლინიკაში გსურთ მისვლა, ამ შემთხვევაში რედმედი დაგიგეგმავთ ვიზიტს და რიგში დგომის გარეშე შეძლებთ ექიმთან შესვლას.

მეტიც, შესაძლებელია ექიმი სახლშიც გამოიძახოთ და გაიაროთ კონსულტაცია. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, ვიზიტიდან 7 დღის განმავლობაში გეძლევათ საშუალება ექიმს აპლიკაციის დახმარებით დაუკავშირდეთ.

ასევე, Redmed-ით შეგიძლიათ კვლევების პასუხები გაუგზავნოთ ექიმს კონსულტაციამდე ან კონსულტაციის დროს. დანიშნულებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციასაც ექიმი რედმედის პორტალზე გამოგიგზავნით.

როგორ ავირიდოთ მაღალი წნევა თავიდან?

ცხოვრების ჯანსაღი წესი, მეტი ვარჯიში, სრულფასოვანი ძილი, ჯანსაღი კვების რაციონი, ნაკლები მარილით, მაგრამ მეტი ბოსტნეულით დატვირთული ულუფა, ალკოჰოლური და კოფეინის შემცველი სასმელების არ მიღება – შეამცირებს მაღალი წნევის განვითარების რისკს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *