ტრაგედია არტაში: გარდაიცვალა 5,5 თვის გოგონა, რომელიც მამას მანქანაში დაავიწყდა
წარმოუდგენელი დრამა დაფიქსირდა არტაში, 37 წლის მამას 5,5 თვის გოგონა მანქანაში დაავიწყდა, რის შედეგადაც ჩვილი გარდაიცვალა.
მამამ ბავშვი მანქანაში ჩასვა, რათა საბავშვო ბაღში მიეყვანა, შემდეგ კი სამსახურში წასულიყო, მაგრამ რატომღაც, გაუგებარი მიზეზით დაავიწყდა, რომ ბავშვი უკანა სავარძელზე ჰყავდა და პირდაპირ სამსახურში წავიდა.
როდესაც რამდენიმე საათის შემდეგ ბაღში ბავშვის წამოსაყვანად დედა მივიდა მას უთხრეს, რომ პატარა გოგონა იმ დღეს საბავშვო ბაღში არ მიუყვანიათ.
დედამ ტელეფონზე დაურეკა ბავშვის მამას, რათა გაეგო კონკრეტულად რა მოხდა და რატომ არ მიიყვანა ბავშვი საბავშვო ბაღში, რომელიც მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ პატარა გოგონა მანქანაში დაავიწყდა.
მაშინვე გაიქცა და აღმოაჩინა ბავშვის სავარძელზე მიბმული უგონო მდგომარეობაში მყოფი ჩვილი, რომელიც არტას საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც დედაც მივიდა.
ექიმები, რომლებმაც ჩვილი მიიღეს, მაშინვე მიხვდნენ, რომ პატარა გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო და ვერაფერს უშველიდნენ.
როდესაც მშობლებს უთხრეს, რომ მათი შვილი გარდაცვლილი იყო, ორივე მათგანმა გონება დაკარგა და ექიმებმა ისინი ამბულატორიაში გადაიყვანეს, რათა პირველადი დახმარება გაეწიათ.
ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება იმის თაობაზე, თუ რა მოხდა კონკრეტულად და როგორ შეეძლო მამას დავიწყებოდა ამდენი საათის განმავლობაში, რომ შვილი მანქანაში ჰყავდა.
ჩვილის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზების დასადგენად დაინიშნა ექსპერტიზა და ის იოანინაში გადაიყვანეს.
დედის ახლობლები არტას საავადმყოფოში მივიდნენ, სადაც მამა იმყოფება და მისი მოკვლით იმუქრებიან.
