სანტორინი: 17 წლის ბიჭმა მისი ყოფილი შეყვარებულის შიშველი ფოტოები გაავრცელა
სანტორინი: 17 წლის ბიჭმა მისი ყოფილი შეყვარებულის შიშველი ფოტოები გაავრცელა
სახლიდან ვერ გამოდის სკოლის მოსწავლე გოგონა, რომელმაც შეიტყო, რომ მისმა ყოფილმა შეყვარებულმა მისი შიშველი ფოტოები გაავრცელა ონლაინ და ახლა მის პირად სივრცესთან ნებისმიერი სანტორინის მაცხოვრებელს აქვს წვდომა. გოგონას შურისძიების გამო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს.
გოგონამ პოლიციაში საჩივარი დაუყოვნებლივ შეიტანა მისი ყოფილი შეყვარებულის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ 17 წლის ბიჭმა მასზე შური იძია, რადგან გოგონას აღარ სურდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება.
საჩივარში აღნიშნული ახალგაზრდა პარასკევს ღამით დააკავეს და მისი ჩხრეკის დროს ამოღებულ ტელეფონში აღმოაჩინეს გოგონას ფოტოები.
დაკავებულის წინააღმდეგ საქმე არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის აღიძრა. მასთან ერთად დაკავებულია დედამისიც, არასრულწლოვნისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევის გამო.
