Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

დამნაშავე ძალადობდა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე რათა მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა

დამნაშავე ძალადობდა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე რათა მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა

კუნძული კოსის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ საქმეს, რომელიც 26 წლის სირიელი გოგონას საჩივრის შედეგად აღიძრა. მან განაცხადა, რომ 33 წლის პალესტინელი მასზე ძალადობდა, რათა მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა.

გოგონა საჩივარში აცხადებს, რომ 10 იანვარს 33 წლის მამკაცმა ის საკუთარ სახლში შეიფარა. მოძალადე  მძინარე გოგონას საწოლში შეუწვა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, თუმცა გოგონამ მას წინააღმდეგობა გაუწია, შესაბამისად მოძალადემ სასურველი მიზანს ვერ მიაღწია. სამი თვის შემდეგ, 9 აპრილს, 33 წლის პალესტინელმა 26 წლის გოგონას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, თან მათი ფოტო გაუგზავნა საწოლიდან, რომელიც ჩუმად ჰქონდა გადაღებული და დაემუქრა, რომ ფოტოს გაავრცელებდა თუ მასთან გოგონა სექსუალურ კავშირს არ დაამყარებდა. 

გოგონამ შეხვედრაზე უარი განაცხადა, მეორე დღეს კი პოლიციაში საჩივრის დასაწერად მივიდა. პოლიციამ 33 წლის პალესტინელი დაკითხვაზე გადაიყვანა, თუმცა მისი დაკავება ვერ შეძლო, რადგან არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *