Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

 ბანკიდან სესხი გარდაცვლილს უნდა გამოეტანა

ბანკიდან სესხი გარდაცვლილს უნდა გამოეტანა

68 წლის მამაკაცი, რომელიც 2 საათის გარდაცვლილი იყო, დისშვილმა ბანკში, სესხის გამოსატანად წაიყვანა…

ბრაზილია შოკირებულია იმ თაღლითობით, რომლის ავტორიც 42 წლის ერიკა დე სოუზა გახლდათ.

ქვეყნის სამართალდამცავები ეძებენ  მამაკაცს, რომელმაც  42 წლის ქალი და გარდაცვლილი – 68 წლის მამაკაცის ტრანსპორტირება ითავა.

თაღლითი ქალბატონი ერერთ ბანკს, 2 საათის უკან გარდაცვლილ ბიძასთან ერთად ესტუმრა, რათა ეს უკანასკნელი (68 წლის მიცვალებული) მას, 3000 ევროს ოდენობის სესხის  გამოტანაში დახმარებოდა და საჭირო დოკუმენტებზე ხელი მოეწერა.

უსაფრთხოების კამერებიდან ამოღებულ ვიდეომასალაში გარკვევით ჩანს,  თუ როგორ გადმოჰყავს 42 წლის ქალს მანქანიდან მოხუცი მამაკაცი, თუ როგორ ასეირნებს მას ინვალიდის ეტლით სავაჭრო ცენტრში – ბანკში მიყვანამდე.

რიო-დე-ჟანეიროს პოლიციის უფროსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი დრო დადგენილი არ არის, მიცვალებულის სხეულზე აღმოჩენილი  ნიშნები იმაზე მეტყველებს, რომ კაცი ბანკში მისვლამდე  დაახლოებით ორი საათით ადრე გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიება ასევე ორიენტირებულია იმ პირის ძებნაზეც, რომელმაც თაღლითი ნათესავისა და მიცვალებული მამაკაცის საკუთარი მანქანით ტრანსპორტირება ითავა.

თაღლითი ქალბატონი დე სოუზას მიერ, ბანკში დადგმული მინი – სპექტაკლი მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა…

როდესაც ბანკის თანამშრომელმა შენიშნა, რომ მამაკაცი უჩვეულოდ ფერმკრთალი იყო და ის, სესხის დამტკიცების პროცედურას ვერ გაივლიდა, ,,მზრუნველმა” დისშვილმა ასეთი პასუხი გასცა მას:  “ნუ ღელავთ, ასეა ყოველთვის.”

შემდეგ, თაღლითმა მიცვალებულ ბიძას მიმართა: ,, სატუმროში ხომ არ გსურს დაბრუნება? თუკი თავს ცუდად გრძნობ, შემიძლია საავადმყოფოში გადაგიყვანო!” – ამ სიტყვებით ქალი დაჟინებით სთხოვდა მიცვალებულს  3.000 ევროს ოდენობის სესხზე ხელისმოწერას…

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ბანკის თანამშრომლებმა თაღლითი ქალბატონის ქმედებაში ეჭვი შეიტანეს და ბანკში მაშველი ბრიგადა გამოიძახეს, რომლებმაც დაადგინეს, რომ მომხმარებელი, რომელიც საბანკო სესხს ითხოვდა, ორი საათით ადრე გარდაცვლილიყო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *