ბანკიდან სესხი გარდაცვლილს უნდა გამოეტანა
ბანკიდან სესხი გარდაცვლილს უნდა გამოეტანა
68 წლის მამაკაცი, რომელიც 2 საათის გარდაცვლილი იყო, დისშვილმა ბანკში, სესხის გამოსატანად წაიყვანა…
ბრაზილია შოკირებულია იმ თაღლითობით, რომლის ავტორიც 42 წლის ერიკა დე სოუზა გახლდათ.

ქვეყნის სამართალდამცავები ეძებენ მამაკაცს, რომელმაც 42 წლის ქალი და გარდაცვლილი – 68 წლის მამაკაცის ტრანსპორტირება ითავა.
თაღლითი ქალბატონი ერერთ ბანკს, 2 საათის უკან გარდაცვლილ ბიძასთან ერთად ესტუმრა, რათა ეს უკანასკნელი (68 წლის მიცვალებული) მას, 3000 ევროს ოდენობის სესხის გამოტანაში დახმარებოდა და საჭირო დოკუმენტებზე ხელი მოეწერა.
უსაფრთხოების კამერებიდან ამოღებულ ვიდეომასალაში გარკვევით ჩანს, თუ როგორ გადმოჰყავს 42 წლის ქალს მანქანიდან მოხუცი მამაკაცი, თუ როგორ ასეირნებს მას ინვალიდის ეტლით სავაჭრო ცენტრში – ბანკში მიყვანამდე.
რიო-დე-ჟანეიროს პოლიციის უფროსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი დრო დადგენილი არ არის, მიცვალებულის სხეულზე აღმოჩენილი ნიშნები იმაზე მეტყველებს, რომ კაცი ბანკში მისვლამდე დაახლოებით ორი საათით ადრე გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიება ასევე ორიენტირებულია იმ პირის ძებნაზეც, რომელმაც თაღლითი ნათესავისა და მიცვალებული მამაკაცის საკუთარი მანქანით ტრანსპორტირება ითავა.
თაღლითი ქალბატონი დე სოუზას მიერ, ბანკში დადგმული მინი – სპექტაკლი მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა…

როდესაც ბანკის თანამშრომელმა შენიშნა, რომ მამაკაცი უჩვეულოდ ფერმკრთალი იყო და ის, სესხის დამტკიცების პროცედურას ვერ გაივლიდა, ,,მზრუნველმა” დისშვილმა ასეთი პასუხი გასცა მას: “ნუ ღელავთ, ასეა ყოველთვის.”
შემდეგ, თაღლითმა მიცვალებულ ბიძას მიმართა: ,, სატუმროში ხომ არ გსურს დაბრუნება? თუკი თავს ცუდად გრძნობ, შემიძლია საავადმყოფოში გადაგიყვანო!” – ამ სიტყვებით ქალი დაჟინებით სთხოვდა მიცვალებულს 3.000 ევროს ოდენობის სესხზე ხელისმოწერას…
ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ბანკის თანამშრომლებმა თაღლითი ქალბატონის ქმედებაში ეჭვი შეიტანეს და ბანკში მაშველი ბრიგადა გამოიძახეს, რომლებმაც დაადგინეს, რომ მომხმარებელი, რომელიც საბანკო სესხს ითხოვდა, ორი საათით ადრე გარდაცვლილიყო.
