Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
დღესასწაულებისაბერძნეთი

ხაჭოს პასკა

ხაჭოს პასკა

თუ ტრადიციული პასკა არ გიყვართ, თქვენთვის განსაკუთრებილი ხაჭოს პასკის რეცეპტი აღმოვაჩინეთ.

  • 150 გ კარაქი Valio
  • 160 გ შაქრის პუდრი
  • 550 გ ხაჭო
  • 170 გ არაჟანი (20%)
  • 50 გ ფსტის პასტა
  • 50 გ ფსტა
  • 50 გ თეთრი შოკოლადი
  • გასაფორმებლად 100 გ St Dalfour-ის ჯემი ტროპიკული ხილი, თეთრი შოკოლადი და დაჭრილი ფსტა

ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქრის პუდრი ავთქვიფოთ გათეთრებამდე.

ხაჭო გავატაროთ საცერზე ორჯერ ან დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ხაჭოს ვუმატებთ არაჟანს და დანარჩენ ინგრედიენტებს (დაჭრილ ფსტას და შოკოლადს). კარგად ვურევთ, რომ გაერთიანდეს.

დოლბანდი გავრეცხოთ, გავწუროთ და სამმაგი ფენა ჩავაფინოთ პასქის სპეციალურ ყალიბში ან საწურში. გადავიტანოთ ხაჭოს მასა, გადავაფაროთ დოლბანდის კიდეები, დავადოთ სიმძიმე და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 1 ღამით, იდეალურია 24 საათით. პერიოდულად ვუწურავთ სითხეს, რომელსაც მოიყენებს.

ვაფორმებთ ტროპიკული ჯემით, თეთრი შოკოლადით და დაჭრილი ფსტით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *