Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სახელმწიფო ხელოვნურ ინტელექტს უბილეთოდ მგზავრობის პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოიყენებს

სახელმწიფო ხელოვნურ ინტელექტს უბილეთოდ მგზავრობის პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოიყენებს

საბერძნეთი ტექნოლოგიის გამოყენებით იმ ქრონიკული პრობლემის აღმოფხვრას შეეცდება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მილიონობით ევროს დანაკარგს აძლევდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს.

ათენელების უკვდავისჩვევას: იმგზავრონ უბილეთოდ, გადაახტნენ მეტროში შესასვლელ დამცავ ჯებირებს და ავიდნენ ავტობუსებში ბილეთების დაფიქსირების გარეშე, ხელოვნური ინტელექტი დაუსვამს წერტილს.

აღნიშნული ინიციატივა ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე წარადგინეს, რომელსაც კირიაკოს მიცოტაკისიც ესწრებოდა. პრეზენტაციის მთავარი გმირი სატრანსპორტო სამინისტროს მინისტრის მოადგილე, კონსტანტინოს კირანაკისი იყო.

უბილეთოდ მგზავრობის აღოსაფხვრელი ახალი ინსტრუმენტი უკვე დამონტაჟებულია მეტროების შესასვლელებსა და გასასვლელებში. ხელოვნური ინტელექტის კამერები რეალორ დროში აღიქვამს უბილეთოდ გასულ მგზავრს და გადასცემს ინფორმაციას პასუხისმგებელ ორგანოებს, რათა ჩაატარონ შემოწმებები იმ სადგურებზე, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

უბილეთოდ გასვლის ფემომენს, როდესაც ერთი მგზავრი მეორეს უკან მიჰყვება სანამ დამცავი ჯებირი დაიკეტება “tailgating”-ის სახელით არის ცნობილი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *