Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია ლამიაში: 56 წლის სპორტსმენმა თავი მოიკლა

მასწავლებელმა  და ორი შვილის მამამ კვირას, 30 აპრილს ნაშუადღევს,  ლამიაში   სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით 56 წლის სპორტსმენ მამაკაცს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, რის გამოც  მან სანადირო თოფით თავი მოიკლა.

თვითმკვლელობამდე  დილით  ის ახლობლებს  დაუკავშირდა, რათა ეცნობებინა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და  დაემშვიდობა მათ.

აღელვებულებმა ნათესავებმა შეატყობინეს პოლიციას და დაუყოვნებლივ დაიწყეს მისი ძებნა ტრაგედიის  თავიდან ასაცილებლად.

სამწუხაროდ, ის საღამოს 19:30 საათამდე უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

პირველადი  მონაცემებით  მამაკაცმა თავი მოიკლა.

გავრცელდა  ინფორმაცია რომ მან თვითმკვლელობამდე   ჩანაწერიც დატოვა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა  პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა უკვე გვიანი იყო.

ადგილობრივი საზოგადოება შოკირებულია ამ ტრაგიკული ამბით, გარდაცვლილს ახასიათებენ როგორც  კომუნიკაბელურ და მეგობრულ ადამიანს,  ის ლამიაში კარგად ცნობილი  ტანმოვარჯიშე  და ფიზკულტურის მასწავლებელი იყო.

ამ დროისთვის დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და  წინასწარი გამოძიება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *