მორიგი თვითმკვლელობა კრიტზე: 53 წლის ქალმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა
53 წლის ქალმა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 1 მაისს მალევიზიოს მუნიციპალიტეტში, ლიგარიაში.
როგორც პრესა იუწყება, 53 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე მან ხელნაწერი დატოვა, რომლის შინაარსი, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
თვითმკვლელობის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი პოლიცია.
მიმდინარეობს ექსპერტიზა და წინასწარი გამოძიება.
მიზეზები, რამაც 53 წლის ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, ჯერჯერობიით უცნობია.
Facebook Comments Box
