Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

საზარელი შემთხვევა პეტრალონაში – სახლის მეპატრონემ 53 წლის დამლაგებლის გაუპატიურება სცადა

საზარელი შემთხვევა პეტრალონაში – სახლის მეპატრონემ 53 წლის დამლაგებლის გაუპატიურება სცადა

გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი გახდა 53 წლის ქალბატონი პეტრალონაში. 

ეკონომიკური პრობლემების გამო 53 წლის ქალბატონი სამსახურს ეძებდა როგორც დამლაგებელი და ასე აღმოჩნდა პეტრალონას ერთ-ერთ ქუჩაზე, სახლში, რომლის მფლობელიც ალბანური წარმოშობის მამაკაცია.

მოძალადე სახლის დასალაგებლად შესულ ქალბატონს თავს დაესხა, ტანსაცმელი შემოახია, დაარტყა და ეცადა, რომ გაეუპატიურებინა. 

53 წლის ქალბატონი კი, მიუხედავად ზეწოლისა, ეცადა მოძალადისგან თავი დაეღწია, მას ხელიდან დაუსხლტა და სახლის ერთ-ერთ ოთახში შეიკეტა, საიდანაც მოახერხა პოლიციაში დარეკვა. 

დანაშაულის ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა. დააკავა მოძალადე, ხოლო ძალადობის მსხვერპლი კი ნიკეას საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე გადის მკურნალობას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *