Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

მოსწავლეებმა ათენის არქეოლოგიური მუზეუმის ეზოში გამოყენებული შპრიცები იპოვეს და ექიმობანას თამაში გადაწყვიტეს

მოსწავლეებმა ათენის არქეოლოგიური მუზეუმის ეზოში გამოყენებული შპრიცები იპოვეს და ექიმობანას თამაში გადაწყვიტეს

ოთხი გამოყენებული ინსულინის შპრიცი იპოვეს ექსკურსიაზე არქეოლოგიური მუზეუმის დასათვალიერებლად მისულმა სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმის ეზოში 13 მაისს.

არც ადგილზე ყოფნისას და არც ავტობუსში მათ მასწავლებლებს არ შეუმჩნევიათ, რომ ბავშვები გამოყენებული შპრიცებით ექიმობანას თამაშობდნენ. აღნიშნული ფაქტის აღმოჩენა მოგვიანებით, მშობლებმა შეძლეს, როცა ბავშვებმა შპრიცები სახლში მიიტანეს და სურვილი გამოთქვეს, რომ გაეგრძელებინათ თამაში. 

აღნიშნული შემთხვევა სააშკარაოზე ერთი კვირით გვიან გამოვიდა, როცა შეშინებულმა მშობლებმა protothema.gr -ს მიმართეს მომხდარის გამოსაქვეყნებლად. მშობლები უჩივიან სკოლის დირექციას არაკომპეტენტურობისთვის და ღელავენ მათი შვილების უსაფრთხოებაზე, რადგან ეშინიათ, რაიმე გადამდები დაავადებით არ დაინფიცირებულიყვნენ გამოყენებული შპრიცების მოხმარების შედეგად. 

protothema.gr ეცადა პასუხები მიეღო როგორც ათენის არქეოლოგიური მუზეუმის წარმომადგენლებისგან, ასევე სკოლის დირექციისგანაც, თუმცა სკოლის დირექტორმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

არქეოლოგიური მუზეუმის წარმომადგენელმა, ევაგელოს ვივლიოდეტისმა კი განაცხადა: “არქეოლოგიური მუზეუმის ბაღი ღამით დაცვის თანამშრომრომლების მეთვალყურეობის ქვეშ არ არის. თავისუფალი გადაადგილების ადგილია, რომელზე წვდომაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს. დილის საათებში კი სისტემატიურად მოწმდება ტერიტორია დაცვის თანამშრომლების მიერ. გააჩნია სად იპოვეს ბავშვებმა შპრიცები.. თუ სადმე ბუჩქნარში იპოვეს სრულიად ლოგიკურია, რომ დაცვის თანამშრომლებს გამოპარვოდათ მათი დანახვა. რა გითხრათ.. ვეცდები ბოლომდე გამოვიკვლიო ეს საკითხი.. მართალია აღნიშნული ტერიტორია არქეოლოგიური მუზეუმის საკუთრებაა, მაგრამ მის სისუფთავეზე ზრუნვა ათენის მერიის ვალდებულებაა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *