როცა პირველად ლელე დაინახა ჩემს გვერდით უთხრა, თავი შორს დაეჭირა ჩემგან
როცა პირველად ლელე დაინახა ჩემს გვერდით უთხრა, თავი შორს დაეჭირა ჩემგან
სტელიოს როკოსმა სატელევიზიო გადაცემა «The 2night show»-ში ისაუბრა თუ რატომ ჩამოშორდა სიმღერას 6 წლით და მოგვიყვა მის ურთიერთობაზე ლელე გოფასთან.
მომღერალმა ღრიღორის არნაუტოღლუს, რომელიც ლელეს მეგობარი იყო მანამ, სანამ ლელე სტელიოსთან ურთიერთობას დაიწყებდა, უთხრა: “როცა პირველად მნახე ლელეს გვერდით, მას უთხარი, რომ მოგრიდებოდა და არ გინდოდა ჩემს გვერდით კიდევ გენახა ის.”
შეგახსენებთ რომ ლელესა და სტელიოს როკოსის ურთიერთობა უკვე 14 წელს ითვლის. მომღერალი აცხადებს, რომ წყვილი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და გეგმავენ საკუთარი სამოგზაურო გადაცემის დაწყებასაც.
რაც შეეხება მის 6 წლიან გაუჩინარებას, განაცხადა: “სიგიჟემდე მინდოდა მომეარა მთელი საბერძნეთი ნავით და ასეც მოვიქეცი, ექვსჯერ შემოვუარე საბერძნეთს ნავით, შემდეგ სახლი ავაშენე ლიმნოსზე. ახლა სხვა მიზეზი გამომიჩნდა.. როცა რაღაცას ტოვებ დიდი ბრძოლაა საჭირო უკან დასაბრუნებლად. ახლა კი მე, ამ ბრძოლის დაწყების სურვილი ნამდვილად არ მაქვს.”
