Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სკიათოს: 35 წლის მამაკაცმა მისი დამსაქმებელი დანით დაჭრა

სკიათოს: 35 წლის მამაკაცმა მისი დამსაქმებელი დანით დაჭრა

სრულიად უმიზეზოდ 35 წლის მამაკაცმა, მისი დამსაქმებელი, რომელსაც მასთან ნათესაური კავშირი აქვს და რომელთანაც სკიათოსში კაფეში მუშაობდა, დანით დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელი ეჭვობდა, რომ კაფეში დასაქმებული მეორე პირი, რომელიც მასთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობდა, მას ტანსაცმელს პარავდა. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ დღეს მათი შელაპარაკება გამწვავდა, დამსაქმებელმა მისი დამშვიდება გადაწყვიტა და სწორედ მაშინ დაესხა თავს დანით.

“ყველაფერი ჩემი ბრალია, ძალიან კარგი ადამიანია ჩემი დამსაქმებელი, არ ვიცი რა დამემართა.. დანა დავარტყი, იმიტომ რომ იმ მომენტში ესე ჩავთვალე საჭიროდ..” – აცხადებს 35 წლის თავდამსხმელი.

35 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მას უკვე მეათე წელია ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გავლილი აქვს მკურნალობა ფსიქიატრიულ კლინიკაში. მათ ასევე აღნიშნეს ისიც, რომ 35 წლის მამაკაცი ამჟამად არ გადის არანაირ მკურნალობას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *