Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ყველაზე ცხელი სამშაბათი დედაქალაქში

ყველაზე ცხელი სამშაბათი დედაქალაქში

ივნისის თვე ოფიციალურად საზაფხულო ტემპერატურით დაიწყო. საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე თერმომეტრი 35 გრადუსს უჩვენებს და ოთხშაბათამდე ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 40 გრადუსსაც კი მიაღწევს. ტემპერატურის მატებასთან ერთად მოსალოდნელია ატმოსფეროში აფრიკული მტვერის რაოდენობის ზრდაც.

სიცხეების ეპიცენტრი იქნება ათენი, თესალია, ცენტრალური მაკედონია, ეტოლოაკარნანია, ვიოტია, ფთიოტიდა, პელოპონისო, კრეტა და მთლიანად დოდეკანისა.

სინოპტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყველაზე ცხელი დღე სამშაბათი იქნება, როცა დედაქალაქში ტემპერატურა 38 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კი 39-40 გრადუსამდე იმერყევებს.

ოთხშაბათიდან ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს საბერძნეთის მოსახლეობასა და ტურისტებს ორი დღით. შაბათ-კვირას კი ტემპერატურა ჩვეულ, მაღალ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *