Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

ერიკოს პეტილონ: ერთხელ უკვე მქონდა თვითმკვლელობის მცდელობა და ისევ ვფიქრობ ამაზე, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს

ერიკოს პეტილონ: ერთხელ უკვე მქონდა თვითმკვლელობის მცდელობა და ისევ ვფიქრობ ამაზე, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს

ერიკოს პეტილონის ცხოვრება დღეს არანაირად არ ჰგავს მისი პრემიერის პერიოდს, როგორც შიდა შოუბიზნესის ერთ-ერთი ვარსკვლავის.

მსახიობმა ინტერვიუს მსვლელობისას ისაუბრა მისი ცხოვრების ყოველდღიურ სირთულეებზე და გამუდმებულ ჭიდილზე მის ფსიქიკურ აშლილობასთან, რომელსაც მას უკვე წლებია აწუხებს.

“მინდა რომ ერთ ჩაკეტილ სივრცეში შევიდე რაღაც პერიოდის განმავლობაში და რათქმაუნდა, არა 5 წლით. ძალიან რთულად არის საქმე. მძიმე ოპერაცია გავიკეთე, მარტო ვცხოვრობ და ნებისმიერ დროს შეიძლება დამემართოს გულის შეტევა. არ შემიძლია გავუმკლავდე ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას თუ ვინმეს, ან რაიმე ორგანიზაციას არ მივმართავ დასახმარებლად. ბიპოლარული აშლილობით დავიბადე და ამავდროულად ნარკოდამოკიდებული ვარ. 25 ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს მივმართე, არამხოლოდ საბერძნეთის მასშტაბით, თუმცა არანაირი შედეგი არ მაქვს. არ მინდა ასე ცხოვრება, მინდა რომ თავისუფალი ვიყო.. ერთხელ უკვე მქონდა თვითმკვლელობის მცდელობა და ისევ ვფიქრობ ხოლმე ამაზე და სწორედ ამიტომ უნდა მივმართო დასახმარებლად შესაბამის ორგანიზაციას, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დავასრულო.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *