Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ვულა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 52 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

ვულა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 52 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

გუშინ ღამით ვულაში ავტომანქანისა და მოტოციკლის ძლიერი შეჯახების შედეგად მოტოციკლეტის მძღოლი სასიკვდილოდ დაშავდა.

დაახლოვებით ღამის 22:30 საათისთვის, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, ვასილეოს პავლუსა და ავლონოს ქუჩების კვეთაზე ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლეტის მძღოლი ადგილიდან მოწყდა, ჰაერში ავარდა და შორიახლოს მდგომი ხის ტოტზე დაიცა. 

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც დაშავებული მოტოციკლეტის მძღოლი, რომელიც იტალიელი აღმოჩნდა, ასკლიპიიოს საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა 52 წლის მამაკაცი მიღებული ტრავმების გამო მალევე გარდაიცვალა. 

მომხდარზე წინასწარი გამოძიება სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკის საგზაო მოძრაობის სამმართველომ დაიწყო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *