Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

რა ზომებს მიიღებს ათენის მუნიციპალიტეტი სიცხის ტალღასთან გასამკლავებლად

რა ზომებს მიიღებს ათენის მუნიციპალიტეტი სიცხის ტალღასთან გასამკლავებლად

ათენის მუნიციპალიტეტმა, მოსალოდნელი სიცხის ტალღის გამო, დაიწყო გადაუდებელი ზომების მიღება მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და სიცოცხლისთვის უსაფრთხო პირობების შესაქმნელად.

მოქალაქეებს შეეძლებათ 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ მოქალაქეთა მომსახურების ცხელ ხაზს ნომერზე: 1595 (ზარის საფასური დამოკიდებულია პროვაიდერზე), ან ცხელ ხაზს “სიცხის ტალღა”, რომელიც მუნიციპალიტეტის ექიმებისგან არის დაკომპლექტებული, ნომერზე: 210 3638049 დილის 8:30 საათიდან საღამოს 7:30 საათამდე და მიიღონ რჩევები და მითითებები, თუ როგორ გაუმკლავდნენ ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც სიცხის ტალღისგან არის გამოწვეული.

ათენის ტერიტორიაზე, 7 სასადილო (Λέσχες Φιλίας) დილის 9:00 საათიდან საღამოს 9:00 საათამდე იმუშავებს, როგორც კონდიცირებადი სივრცე, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ სიცხის ტალღისგან თავის შეფარება.

იხილეთ სასადილოების მისამართები და საკონტათქო ნომრები:

  • Λέσχη Φιλίας Αγίου Παύλου, ქუჩა: Μαμούρη 22 & Δύμης

საკონტაქტო ნომერი: 210 8223946

  • Λέσχη Φιλίας «Η Ανάληψη του Κυρίου» Νέου Κόσμου, ქუჩა: Χελντράιχ 15

საკონტაქტო ნომერი: 210 9240403

  • Λέσχη Φιλίας Βοτανικού, ქუჩა: Κοζάνης 4

საკონტაქტო ნომერი: 210 3423716

  • Λέσχη Φιλίας Κολοκυνθούς, ქუჩა: Αίμονος 9 & Άστρους  

საკონტაქტო ნომერი: 210 5140877

  • Λέσχη Φιλίας Αγίου Ελευθερίου, ქუჩა: Αχαρνών 372

საკონტაქტო ნომერი: 210 2012334

  • Λέσχη Φιλίας Κυψέλης, ქუჩა: Σκύρου & Καυκάσου

საკონტაქტო ნომერი: 210 8815877

  • Λέσχη Φιλίας Αμπελοκήπων, ქუჩა: Πανόρμου & Βαθέος  

საკონტაქტო ნომერი: 210 6459890

უსახლკაროების დასახმარებლად კი დილის 8:00 საათიდან შუადღის 3:00 საათამდე და შუადღის 4:00 საათიდან ღამოს 10:00 საათამდე იმუშავებენ სოც. მუშაკები, ექთნები და ფსიქოლოგები, რომლებიც იმოძრავებენ ქალაქის ქუჩებში, უსახლკაროებს უზრუნველყოფენ საკვებით, წყლით, ყავით და პირველადი დახმარების შეკვრით. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *