Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

როგორ დავიცვათ თავი სიცხის ტალღის ფენომენისგან

როგორ დავიცვათ თავი სიცხის ტალღის ფენომენისგან

უპირველეს ყოვლისა უნდა ერიდოთ თაკარა მზეზე (ეს იქნება ზღვის სანაპიროზე დასვენება, თუ ღია სივრცეში მუშაობა) თავსაბურავის გარეშე ხანგრძლივად ყოფნას. სხვადასხვა გარემოებათა გამო აღნიშნულ ვითარებაში მოხვედრის შემთხვევაში, აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეცადეთ, არ მიიღოთ მზის დაკვრა. ამისათვის: 

  • პერიოდულად შეისვენეთ ჩრდილში.
  • შეისხურეთ სხეულზე ცივი წყალი.
  • დაიცავით სითხის მიღების რეჟიმი. მცირე ინტერვალებით ჩვეულ რაოდენობაზე მეტი სითხე მიიღეთ.
  • გახსოვდეთ: სითხის მცირე რაოდენობით მიღების შემთხვევაში ოფლიც შესაბამისად მცირე რაოდენობით გამოიყოფა. მოგეხსენებათ, ოფლის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან სითბოს გამოყოფაც ხდება და შესაბამისად სხეული გრილდება. ფაქტობრივად აღნიშნული ფიზიოლოგიური პროცესი ადამიანის ორგანიზმს იცავს გადახურებისგან, ამიტომაც გადახურებულ და მზიან გარემოში აუცილებელია სითხის მიღების კონტროლი.
  • შეიმოსეთ მსუბუქი, ღია ფერის სამოსით.
  • არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის სახეზე და სხეულზე დატანა.
  • საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით მოქალაქეთა მომსახურების ცხელ ხაზს ნომერზე: 1595 (ზარის საფასური დამოკიდებულია პროვაიდერზე), ან ცხელ ხაზს “სიცხის ტალღა”, რომელიც მუნიციპალიტეტის ექიმებისგან არის დაკომპლექტებული, ნომერზე: 210 3638049 დილის 8:30 საათიდან საღამოს 7:30 საათამდე და მიიღეთ რჩევები და მითითებები, თუ როგორ გაუმკლავდეთ ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც სიცხის ტალღისგან არის გამოწვეული.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *