Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

90 წლის კაცმა არასრულწლოვანი გოგონა სახლში შეიტყუა და მასზე სექსუალურად იძალადა

90 წლის კაცმა არასრულწლოვანი გოგონა სახლში შეიტყუა და მასზე სექსუალურად იძალადა

შაბათს შუადღეს პოლიციამ 90 წლის კაცი დააკავა, რომელსაც ბრალი 11 წლის გოგონას სექსუალურ შევიწროვებაში ედება. 

პარასკევს 14:00 საათზე, 11 წლის გოგონას მშობლებმა დაიწყეს მათი ქალიშვილის ძებნა, რადგან უჩვეულოდ ეჩვენეათ, რომ გოგონამ სახლში მისვლა დააგვიანა. შეშინებულმა მშობლებმა გოგონას ძებნა მათ სანაცნობოს, ნათესავებისა და მეგობრების წრეში დაიწყეს, თუმცა გოგონას კვალი არსად ჩანდა. რამდენიმე საათის შემდეგ მშობლებს ერთ-ერთმა მეზობელმა შეატყობინა, რომ ბოლოს გაუჩინარებული გოგონა 90 წლის კაცის სახლში შესვლისას დააფიქსირა.

მშობლები მოძალადის სახლში დაუყოვნებლივ გაემართნენ. სახლში შესვლისას კი შემზარავი სურათი დახვდათ: “ნაჯახი აიღო და დაგვემუქრა. გვეუბნებოდა, რომ თუ არ წავიდოდით იარაღს გამოიტანდა და გვესროდა. სახლიდან გამოსვლისას ჩვენს მანქანებს ქვები დაუშინა.” – განაცხადა შემთხვევის ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

გოგონას მშობლები და ბიძა დაუყოვნებლივ მივიდნენ განყოფილებაში და საჩივარი შეიტანეს მოხუცებულის წინააღმდეგ. 11 წლის გოგონამ ჩვენებაში აღნიშნა, რომ 90 წლის კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. 

პოლიციამ ბრალდებული დააკავა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას მალევე გადაიყვანენ პროკურორთან დაკითხვაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *