Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ჯოჯოხეთური ცეცხლი კატო პატისიაზე მდებარე ბინაში

ჯოჯოხეთური ცეცხლი კატო პატისიაზე მდებარე ბინაში

შაბათს ღამით, დაახლოვებით 23:00 საათისკენ, კატო პატისიაზე ფსარუდაკისა და პარასკევოპულუს ქუჩების კვეთაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის ჩასაქრობად 22 მეხანძრე მუშაობდა 6 სახანძრო მანქანასთან ერთად, თუმცა ცეცხლი იმდენად სწრაფად ედებოდა გარშემო ტერიტორიას, რომ ხანძრის დამორჩილება მეხანძრეებმა დაახლოვებით გამთენიის 1:30 საათზე მოახერხეს არამხოლოდ სახანძრო მანქანების არამედ დამხმარე აღჭურვილობის დახმარებითაც.

ხანძარმა დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა როგორც კორპუსში მდებარე სახლებს, ასევე შენობის ირგვლივ გაჩერებულ მანქანებს. 

მეხანძრეებმა შენობიდან გამოიყვანეს ცეცხლის ალით გარშემორტყმულ სახლში გამოკეტილი ორი ხანშიშესული ქალბატონი, რომელთაგანაც ერთ-ერთის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ სახანძრო-სამაშველო ძალებმა მთლიანად შეამოწმეს შენობა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ხანძარს მსხვერპლი არ მოჯყოლია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *