Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

კიდევ ერთი ტრაგედია ირაკლიოში – ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

კიდევ ერთი ტრაგედია ირაკლიოში – ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

კიდევ ერთი მომაკვდინებელი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა ირაკლიოში.

უბედური შემთხვევა ორშაბათს დილით, 07:20 საათზე მოხდა, სტერნონისა და ასიმიუს კვეთაზე.

ავტომანქანა, რომელსაც 20 წლის ახალგაზრდა მართავდა, ზეთისხილის ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხე ფესვებიანად მოწყდა მიწიდან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ბიჭი მეზობელი სოფლიდან, სადაც ფესტივალს დაესწრო, სახლში ბრუნდებოდა.

პოლიციის მიერ გავრცელებული საქმის მასალების თანახმად ახალგაზრდა ფლობდა მართვის მოწმობას და მანქანის მართვის დროს ეკეთა ღვედიც, თუმცა შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდა ადგილზევე დაიღუპა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *