Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

დღეს დაკითხავენ ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ჟურნალისტს, რომელმაც პარტნიორი სცემა

დღეს დაკითხავენ ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ჟურნალისტს, რომელმაც პარტნიორი სცემა

პროკურორის ოფისის კარს შეაღებს დღეს, ოთხშაბათს, ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ჟურნალისტი, რომელმაც საკუთარ პარტნიორს ფიზიკურად გაუსწორდა.

ძალადობის მსხვერპლმა პოლიციაში საჩივარი გუშინ, სამშაბათს, 25 ივნისს შეიტანა. გოგონას აშკარად ეტყობა ძალადობის კვალი და აღენიშნება მოტეხილობები სახის არეში.

განყოფილებაში გოგონა ფსიქოლოგიურად არასტაბილურ მდგომარეობაში და ძალიან ნაცემი გამოცხადდა. ძალადობის მსხვერპლს თან ჰქონდა საბერძნეთის ტრამვატოლოგიურ საავადმყოფოში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად შედგენილი დასკვნაც.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჟურნალისტმა მისი პარტნიორი ორშაბათს უმოწყალოდ სცემა მას შემდეგ, რაც გოგონამ განუცხადა, რომ უნდოდა დაშორებულიყვნენ. 

პოლიციამ ჟურნალისტი პირეაზე დააკავა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *