Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ალექსანდრუპოლი: 4 წლის გოგონას სახლის გაუმართავი ჭიშკარი დაეცა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა

ალექსანდრუპოლი: 4 წლის გოგონას სახლის გაუმართავი ჭიშკარი დაეცა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა

მძიმედ დაშავდა 4 წლის გოგონა თურქეთიდან, რომელსაც სახლის გაუმართავი ჭიშკარი ზედ დაეცა. გოგონა და მისი მშობლები საბერძნეთში რამდენიმე დღით დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები და აღნიშნული სახლი ალექსანდრუპოლში ცნობილი ვებ-გვერდიდან – Airbnb -იდან ჰქონდათ ნაქირავები. უბედური შემთხვევა პარასკევს მოხდა, როცა ოჯახი სანაპიროდან სახლში ბრუნდებოდა. პატარა გოგონას ჭიშკარი ზედ დაეცა, რის შედეგადაც გოგონამ თავი დაარტყა და გულ-მკერდის არეც დაუზიანდა ზეწოლისა და დაცემისგან.

Evros-news.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონა მკურნალობას გადის ალექსანდრუპოლის ნევროქირურგიულ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დაშავებულს აღენიშნება დაზიანებები თავზე და ფილტვებზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *