გაუჩინარდა 14 წლის გოგონა ნეა ზმირნიდან
გაუჩინარდა 14 წლის გოგონა ნეა ზმირნიდან
25 ივნისს, საღამოს საათებში, ნეა ზმირნიდან გაუჩინარდა 14 წლის ელევთერია. არასამთავრობო ორგანიზაციას “ბავშვის ღიმილი” გოგონას გაუჩინარების შესახებ 26 ივნისს აცნობეს. ორგანიზაციამ დაუტოვნებლივ გამოაქვეყნა არასრულწლოვნის პირადი მონაცემები და აღწერა, რადგან არსებობს საშიშროება გოგონას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოებების არსებობსთან დაკავშირებით.
14 წლის ელევთერიას მოკლე შავი თმა და შავი თვალები აქვს. არის 164 სიმაღლის და დაახლოვებით 70 კილო. გაუჩინარების დღეს ეცვა შავი მაისური, შავი შორტი და ეხურა შავი ნაიკის ქუდი.
ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია თხოვს მოსახლეობას რომდაუკავშირდნენ მათ ცხელ ხაზზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ან მიმართონ ნებისმიერ პოლიციის განყოფილებას.
