Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისამართალი

შრომის ინსპექცია: სამსახურში ძალადობისა და შევიწროების შემთხვევების მაჩვენებელმა 2025 წელს 43%-ით იმატა

შრომის ინსპექცია: სამსახურში ძალადობისა და შევიწროების შემთხვევების მაჩვენებელმა 2025 წელს 43%-ით იმატა

ფსიქოლოგიური თუ სიტყვიერი ფორმით (79%) გამოიხატება ძირითადად სამსახურეობრივი ძალადობისა თუ შევიწროების შეემთხვევები, ფიზიკური ძალადობის მაჩვენებელი მხოლოდ 15%-ს შეადგენს, ხოლო სექსუალური შევიწროების მაჩვენებელი კი 6%-ს უტოლდება. 

შრომის ინსპექციის სამსახურში ძალადობისა და შევიწროების შესახებ ახალი ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ ფენომენს ამჟამად უფრო ეფექტური ინსტრუმენტებით ებრძვიან, რადგან ძალადობისა და შევიწროების შესახებ შრომით დავებთან დაკავშირებით სახელობითი საჩივრების შრომის ინსპექციაში წარდგენის ტენდენცია გაიზარდა.

2025 წელს ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებთან დაკავშირებული 455 შრომითი დავა დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 43%-ით მაღალია. აღნიშნული მაჩვენებელი არამხოლოდ ფენომენის მასშტაბურობას ასახავს, არამედ ნათელს ხდის, რომ სამუშაო გარემოში არსებული ძალადობის შემთხვევები უფრო და უფრო ხილვადი ხდება, რაც მიუთითებს დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაზე მათი უფლებების შესახებ და ასევე ინსტიტუციური დაცვის მექანიზმების მიმართ ნდობის ზრდაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *