Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
შაბათი, აპრილი 18, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ამალიადაში ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრეებმა ადამიანის ძვლები იპოვეს

ამალიადაში ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრეებმა ადამიანის ძვლები იპოვეს

ორშაბათს ღამით, ამალიადაში, კრინეიკას ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას მეხანძრეები შემზარავი სანახაობის მომსწრენი გახდნენ.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მეხანძრეებმა გზისპირად ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს.

სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს ილიდას უსაფრთხოების დეპარტამენტს და კრიმინალური გამოძიების სამსახურს აღნიშნული ფაქტის შესახებ.

პოლიციის თანამშრომლებმა შეაგროვეს ძვლები, რომლებსაც დღის განმავლობაში გადაგზავნიან პატრაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გადაგზავნიან ათენშიც, დამატებითი ანალიზების ჩასატარებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ ნაპოვნ ძვლებს არანაირი კავშირი არ აქვთ ხანძართან, რადგან არავის უცნობებია სამართალდამცავი ორგანოებისთვის რომ ტერიტორიის რომელიმე მაცხოვრებელი გაუჩინარდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *