ვინ არის პანაიოტის სტათისი, რომელიც დღეს დილით ნეო ფსიხიკოში მოკლეს
ვინ არის პანაიოტის სტათისი, რომელიც დღეს დილით ნეო ფსიხიკოში მოკლეს
უამრავი კითხვა უჩნდება საზოგადოებას 54 წლის ამზომველის, პანაიოტის სტათისის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს დილით ნეო ფსიხიკოში, საკუთარი ოფისის შენობასთან მოკლეს.
პანაიოტისს სტათისს ბევრი და საკმაოდ დიდი პროექტები ჰქონდა აღებული 2000 წლიდან კუნძულ მიკონოსზე და საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. არ იყო გარეული საეჭვო საქმეებში და მისი ნასამართლეობის ისტორიაც არ შეიცავდა დანაშაულებრივ ქმედებებს.
მოკლული მამაკაცი ხალანდრში ცხოვრობდა მის ოჯახთან ერთად, მას 2 შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი 17 წლის გოგონაა, რომელიც მომავალ წელს ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს და გეგმავს, რომ მამის პროფესიას გაჰყვეს.
“დაუჯერებელია.. უბრალო ამზომველი იყო.. თავდაუზოგავად მუშაობდა.. პატიოსანი შრომით იღებდა თითოეულ კაპიკს.. ვერ ვხვდები რატომ მოკლეს.”
