Latest news
ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს სალონიკი: პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო - რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
შაბათი, ოქტომბერი 10, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: 12 წლის ბიჭმა 9 წლის ბიჭი გააუპატიურა

სალონიკი: 12 წლის ბიჭმა 9 წლის ბიჭი გააუპატიურა

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 12 წლის ბიჭის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი 9 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ედება.

აღიშნული შემთხვევა სალონიკის რეგიონ დიავატაში მოხდა. დაკავებული ოთხშაბათს დილით პროკურორთან გადაიყვანეს, რომელმაც არასრულწლოვანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გაუპატიურების მუხლით. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ასევე მისი მშობლების წინააღმდეგაც.

საჩივრის თანახმად, რომელიც 9 წლის ბიჭის ბაბუამ შეიტანა, 12 წლის ბიჭმა, რომას დასახლების ტერიტორიაზე,რომელიც სალონიკის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, იძალადა სექსუალურად 9 წლის ბიჭზე. როცა ბაბუა მისი შვილიშვილის საძებნელად გავიდა გარეთ, სწორედ მაშინ შენიშნა თუ როგორ ძალადობდა 12 წლის ბიჭი მის შვილიშვილზე. 

პოლიციის განყოფილებაში საჩივრის შესვლის შემდეგ ძალადობის მსხვერპლი იპოკრატიოს საავადმყოფოში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, ხოლო 12 წლის ბრალდებული კი პოლიციამ წინასწარი დაკავების არასრულწლოვანთა თავშესაფარში გადაიყვანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *