კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
კუნძულ კრეტაზე, კერძოდ ქალაქ ირაკლიოში, პატელეს რაიონში, კაცი გამთენიისას კიოსკის გაქურდვას ცდილობდა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
შემთხვევა ოთხშაბათს, ღამის 3 საათზე მოხდა. უსაფრთხოების კამერამ დააფიქსირა, როგორ ცდილობდა მძარცველი კიოსკის რკინის ჟალუზის გახსნას. როდესაც წინა ჟალუზის გახსნა ვერ შეძლო, გვერდითა დამცავი ჟალუზის გატეხვაც სცადა, თუმცა ამ მცდელობამაც უშედეგოდ ჩაიარა. დაცვის კამერებში ჩანს, თუ როგორ გამოდის წყობილებიდან მძარცველი იმის გამო, რომ კიოსკში შეღწევა ვერ მოახერხა. კამერებში ასევე ფიქსირდება როგორ ხსნის დაცვის კამერას გაბრაზებული მძარცველი. მისი სახე კამერის ჩანაწერში დაფარული არ არის.
კიოსკის მფლობელის განცხადებით, ეს მისი ობიექტის გატეხვის პირველი მცდელობა არ ყოფილა. გასულ ზაფხულს სხვა პირიც ცდილობდა კიოსკში შეღწევას. მაშინ მძარცველმა გარეთ განთავსებული, ჩაკეტილი სენდვიჩების მაცივრის გატეხვა სცადა. წარუმატებელი მცდელობების შემდეგ მაცივარი კიოსკის უკანა მხარეს გადაიტანა, ისე, რომ კამერებში არ გამოჩენილიყო, ვიტრინა ჩაამსხვრია და შიგნით არსებული ყველა სენდვიჩი წაიღო.
