Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთიUncategorized

გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს

გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს

გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში, წინასწარი პატიმრობის ქვეშ მყოფი ორი ექიმის 19 წლის შვილმა გამომძიებელს ჩვენება მისცა. მისი განცხადებით, მასაც ჩაუტარდა პლაზმოფერეზის პროცედურა, რომელიც დედამისმა, იოანნა ღაკამ ჩაატარა. პროცედურა ორ ეტაპად განხორციელდა.

ბრალდებულების შვილმა გაიხსენა, რა ვითარება იყო კარნეადუს ქუჩაზე მდებარე ექიმის კაბინეტში იმ პერიოდში, როდესაც იქ გიორგოს მაზონაკისი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონამ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური თავად გამოიძახა, თუმცა მომღერალი არ უნახავს.

მაზონაკისის ოჯახის ადვოკატმა, ხარალაბოს ლიკუდისმა, ეჭვი გამოთქვა, რომ გოგონას ჩვენება მშობლებთან წინასწარ იყო შეთანხმებული. მისი თქმით, მშობლების დაცვის სურვილი გასაგებია, თუმცა ეს გარემოება შესაძლო უკანონო ქმედებას ვერ გაამართლებს.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პლაზმოფერეზის პროცედურა უკანონოდ ჩატარდა, დედის მიერ საკუთარი შვილისთვის მისი ჩატარება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი ვერ იქნება.

საქმის გარემოებების გარკვევა გამოძიების ფარგლებში გრძელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *