Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ამინდის დრამატული ცვლილება საბერძნეთის ტერიტორიაზე – წვიმა, შტორმი და ქარიშხალი

ამინდის დრამატული ცვლილება საბერძნეთის ტერიტორიაზე – წვიმა, შტორმი და ქარიშხალი

ხანგრძლივი სიცხის ტალღის შემდეგ საბერძნეთში ამინდი რადიკალურად შეიცვლება. ქვეყნის უმეტეს ნაწილში ამიინდი გაუარესდება და მოსახლეობა უნდა ელოდოს ძლიერ წვიმას, ქარიშხალსა და შტორმს. 

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადების თანახმად, რომელმაც საგანგებო შეტყობინება გაავრცელა ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, სეტყვა იქნება უამინდობის ძირითადი დამახასიათებელი ფენომენი.

ამინდი საბერძნეთში დღეიდან, 3 ივლისიდან გაუარესდება. შუადღის საათებიდან ადგილობრივი შტორმი დაფიქსირდება მაკედონიასა და თრაკში.

ქვეყნის სხვა მთიან ნაწილში ქარიშხალსა და შტორმს უნდა ველოდოთ ხუთშაბათს, ხოლო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში კი ტემპერატურა 33 გრადუსამდე დაიწევს. 

მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდება დედაქალაქშიც, სადაც მიუხედავად იმისა რომ დიდი რაოდენობით ნალექი არ ფიქსირდება, მოსალოდნელი იქნება წვიმა და ჭექაქუხილი.  

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *