Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorized

სანტორინის მაცხოვრებელს უცხო ქვეყნის მოქალაქემ 2 ავტომანქანა მოპარა

სანტორინის მაცხოვრებელს უცხო ქვეყნის მოქალაქემ 2 ავტომანქანა მოპარა

ერთი მოპარული ავტომანქანა არ იკმარა უცხო ქვეყნის 38 წლის მოქალაქემ, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, რომ იმავე ადამიანს მეორე მანქანაც მოპარა. 

ბრალდებულს არ ჰქონდა მართვის მოწმობა და სწორედ ამ მიზეზის გამო მოხდა მისი დაკავება ოთხშაბათს. 

თავიდან პოლიცია მისთვის მხოლოდ ჯარიმის გამოწერას აპირებდა მართვის მოწმობის არ ქონისა და ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის გამო, თუმცა შემდეგ დადგინდა რომ მანქანა, რომელსაც მართავდა. მისი არ იყო და მესაკუთრის მოძიების პროცესში კი აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პირს მანქანა მოპარული ჰქონდა. 

დამნაშავემ მანქანა 6 მარტს მოიპარა. 

პოლიციამ დაკავებულის სახლის და სახლის მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკისას მეორე მოპარული მანქანაც აღმოაჩინა, რომელიც იმავე მეპატრონეს ეკუთვნოდა. 

ორივე ავტომანქანა ჩამორთვა დაკავებულს და გადაეცა მათ კანონიერ მეპატრონეს, ხოლო 38 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ კი აღიძრა საქმე ქურდობისთვის.
ცნობილია, რომ პროკურორმა დაკავებულის დეპორტაციის განკარგულება გასცა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *