Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
საბერძნეთიUncategorized

კრიტიკულია 7 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც ვერიას პარკში დაშავდა

კრიტიკულია 7 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც ვერიას პარკში დაშავდა

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული 20 მარტიდან 7 წლის ბიჭი, რომელიც პარასკევს ღამით ცერიას სკვერში დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიჭი 20 მარტს, 20:30 საათზე უგონო მდგომარეობაში გამვლელებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

დაშავებულის დედა იმ დროს სკვერის გვერდით მდებარე ეკლესიაში იმყოფებოდა. 

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტს მძიმე დაზიანებები აღენიშნება თავის არეში. მას იმავე დღეს ჩაუტარდა ოპერაცია და ოპერაციის დასრულების თანავე განთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

პაციენტის მამამ protothema.gr-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბიჭი მეგობრებთან ერთად თამაშობდა როცა დაეცა და თავი დაარტყა. 

სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას 7 წლის ბავშვის დაშავების გარემოებების დეტალების დასადგენად. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *