Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

დამნაშავეთა დაჯგუფება ევიაზე ნარკოტიკულ ნივთიერებებს ყიდდა

დამნაშავეთა დაჯგუფება ევიაზე ნარკოტიკულ ნივთიერებებს ყიდდა

ერთ თვიანი გამოძიების შემდეგ, პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც დააკავა ერთი საბერძნეთის და ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც ნარკოდამოკიდებულ პირებს ნარკოტიკული ნივთიერებებით ამარაგებდნენ.

ნარკოდილერები კლიენტებთან სატელეფონო საუბრებისას კოდურ სიტყვებს იყენებდნენ, რათა შეთანხმებულიყვნენ ნარკოტიკული ნივთიერების ტიპსა და რაოდენობაზე. სატელეგონო საუბრისასვე თანხმდებოდნენ თანხაზე და შეხვედრის ადგილზე.

დაკავებულების სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 3 შეკვრა კოკაინი, ჯამში 144 გრამი, 2 შეკვრა ნედლი მარიხუანა, ჯამში 270 გრამი, 2 ელექტრო სასწორი, 3 ტელეფონი და 3 900 ევროს ოდენობის თანხა. 

დაკავებულების წინააღმდეგ აღიძრა საქმე ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო გადატანა-გაყიდვისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *