Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

15წლის მოსწავლე თანაკლასელი გოგონების ფოტოებს ციფრული პროგრამის საშუალებით აშიშვლებდა

ასპროპირგოს ერთ-ერთი სკოლის დირექციამ  15 წლის მოსწავლის შოკისმომგვრელი  ქმედება გამოავლინა, რომელიც 12 წლის ორი გოგონას ფოტოებს  ხელოვნური ინტელექტის პროგრამის გამოყენებით  ამუშავებდა, აშიშვლებდა მათ და შემდეგ ასაჯაროვებდა.

საქმე მას შემდეგ გაირკვა, რაც ასპროპირგოსის პოლიციის დეპარტამენტში მსხვერპლთა მშობლებმა  მოსწავლის  წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

ერთ-ერთი გოგონას დედა ამბობს,  რომ 15 წლის ბავშვს ჰქონდა დამუშავებული ფოტოები, ხოლო მისი ავადმყოფური ქმედების უკან, სავარაუდოდ, კლასელი დგას, რომელმაც მას ვითომდა შიშველი ფოტოები “შეუკვეთა.”

ვარაუდობენ რომ 15 წლის მოზარდს სხვა გოგონების ფოტოებიც ჰქონდა აღნიშნული ტექნოლოგიით დამუშავებული და მობილურ ტელეფონში შენახული, მაგრამ მათი ამოღება ვერ მოხერხდა, რადგან წაშლა მოასწრო.

როგორც ირკვევა, 15 წლის მოსწავლემ ბოლო პერიოდში  შეიძინა AI-ის  პროფესიული პროგრამა,რომლის საშუალებითაც   გოგონების სოციალური მედიიდან ჩამოტვირთულ  ფოტოებს აშიშვლებდა და  გაყალბებული სახით  სოციალურ ქსელში, ჯგუფურ ჩათში მეგობრებს უზიარებდა, რის შემდეგაც  ჩათში მყოფმა ერთ-ერთმა მოზარდმა   ფოტოების არსებობის ფაქტი გაამჟღავნა.

მოსწავლე გოგონების  მშობლებმა ასპროპირგოსის პოლიციას წარუდგინეს ფალსიფიცირებული ფოტოები,  რის საფუძველზეც ბრალდებული მოზარდი  დააკავეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *