მეუღლის სიცოცხლე ჯოჯოხეთად ჰქონდა ქცეული – მკვლელობამდე 3 დღით ადრე მოტოციკლეტის მუხრუჭები გადაუჭრა
მეუღლის სიცოცხლე ჯოჯოხეთად ჰქონდა ქცეული – მკვლელობამდე 3 დღით ადრე მოტოციკლეტის მუხრუჭები გადაუჭრა
სისტემატიური ოჯახური ძალადობის შემთხვევას ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა.
მუქარა, ფიზიკური ძალადობა, ადევნება იყო 36 წლის ქალის ყოველდღიურობა, რომელიც გამთენიისას სანადირო თოფით მისმა მეუღლემ შვილების თვალწინ, საკუთარ სახლთან მოკლა.
protothema.gr-მა მოკლული ქალის ახლო მეგობართან საუბრისას დაადგინა, რომ ბოროტმოქმედმა ძალადობის მსხვერპლს მოტოციკლეტის მუხრუჭები გადაუჭრა, იმ მიზნით, რომ შეეშინებინა.
შეშინებულმა ქალმა მეუღლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა იმ იმედით, რომ პოლიცია დააკავებდა და თვითონ გააგრძელებდა მშვიდად ცხოვრებას, თუმცა მცდელობის მიუხედავად მის სიცოცხლეს ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა.
“დიდი ხანია რაც გაშორებულები არიან, მაგრამ მუდმივად აწუხებდა. ემუქრებოდა, ყველგან თან დასდევდა, სახლთან ელოდებოდა ხოლმე.” – აცხადებს მოკლული ქალის მეგობარი.
