44 წლის ქალს ჭადრის ტოტი დაეცა და ადგილზევე დაიღუპა
44 წლის ქალს ჭადრის ტოტი დაეცა და ადგილზევე დაიღუპა
44 წლის ქალი პიერიადან, ლიტოხორუს რეგიონში სასიკვდილოდ დაშავდა მაშინ, როცა ჭადრის ხის ქვეშ იჯდა აფთიაქის მეპატრონესთან ერთად და ზედ ხის ტოტი დაეცა.
უბედური შემთხვევა გუშინ, ღამის 22:00 საათზე მოხდა. 44 წლის დაშავებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პოლიციამ აფთიაქის მეპატრონე დააკავა, თუმცა პროკურორის ბრძანების საფუძველზე დაკავებული მალევე გაათავისუფლეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება მომხდართან დაკავშირებით.
Facebook Comments Box
