Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
საბერძნეთი

როდოსი: 52 წლის მუნიციპალურმა თანამშრომელმა 35 ურნას და ორ მანქანას ცეცხლი წაუკიდა

დასუფთავების 52 წლის    მუნიციპალურმა თანამშრომელმა,  რომელსაც სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს,  როდოსში, კრემასტისის მიდამოებში მცხოვრებთა  ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა.

პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში  ამოღებულია  უსაფრთხოების კამერების კადრები ხანძრის გაჩენის ადგილებიდან, სადაც  დეტალურად არის აღბეჭდილი  დანაშაულის ამსახველი ფაქტები.

ხუთშაბათს, დილით ადრე მამაკაცი   ჩვენების მისაცემად გამოიძახეს.

თავდაპირველად ის უარყოფდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს,  საბოლოოდ კი   აღიარა, რომ 26 აპრილს, პირველი მაისის ღამეს და გასულ ოთხშაბათს მან სულ 35 სანაგვე ურნა დაწვა, ცეცხლმა კი მთლიანად გაანადგურა ორი მანქანა.

როგორც პოლიციას განუცხადა ეს გააკეთა იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ განქორწინდა და თანასოფლელები მას ყურადღებას არ აქცევდნენ!

ხანძრის გაჩენისა  და სხვისი ქონების ზედიზედ დაზიანების ბრალდებით  საქმე აღიძრა  და დამნაშავე  როდოსის პროკურატურაში გადაიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *