Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
საბერძნეთი

კვლევა: საბერძნეთის მოსახლეობის 35% წიგნებს არ კითხულობს

რამდენ წიგნს ვკითხულობთ წელიწადში და რამდენად იმოქმედა პანდემიის პერიოდმა ჩვენს კითხვის პრაქტიკაზე? ამ და მსგავს  კითხვებზე პასუხები მოცემულია ბეჭდური  ნაწარმოებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციის გამოკითხვაში,  სალონიკში გამართული  მე-19 საერთაშორისო წიგნის ბაზრობის  კონტექსტში, რომელიც გუშინ  გაიხსნა.

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია  წაკითხული წიგნების  რაოდენობა და კითხვის ხარისხის მახასიათებლები.

შედეგად აღმოჩნდა, რომ საბერძნეთის მოსახლეობის 35% არ კითხულობს არც ერთ წიგნს წელიწადში .

საშუალო მკითხველი, რომელიც წელიწადში 1-დან 4 წიგნს კითხულობს, შეადგენს 34%-ს, ხოლო მოსახლეობის მხოლოდ 31% კითხულობს წელიწადში ხუთზე მეტ წიგნს.

ეს კვლევა ჩატარდა 2021 წლიდან 2022 წლის დასაწყისამდე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 12 წლის წინ,  წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ  კვლევასთან შედარებით  გამოიკვეთა აშკარა პროგრესი,  რადგან მაშინ მოსახლეობის  65%-მა თქვა, რომ წელიწადში არც ერთ წიგნს არ კითხულობდა.

რაც შეეხება მკითხველის არჩევანს, აქ  ბერძნული ლიტერატურა პირველ ადგილზეა.

შემდეგია უცხოური ლიტერატურა, დეტექტიური რომანები,  ფსიქოლოგიური ლიტერატურა, სოციალური მეცნიერებები და ა.შ.

“პანდემიის პერიოდმა გავლენა მოახდინა კითხვის პრაქტიკაზე, რაც მთავარია, მოსახლეობის 44% მეტს კითხულობდა, რაც   მოსალოდნელი იყო, მაგრამ  ეს ეხება მხოლოდ ჩვეულებრივ მკითხველს, მათ, ვინც მაინც კითხულობდა წიგნებს.

სამაგიეროდ, 45%-ს არ გაუზრდია კითხვის პრაქტიკა,  11%-მა კი შეამცირა“, – განაცხადა მომხსენებელმა.

კვლევის მონაცემებით, მკითხველთა უმეტესობა წიგნის არჩევისას უპირატესობას მეგობრების და ახლობლების რჩევას ანიჭებს.

ლოგიკურად  რაც შეიცვალა  წინა კვლევასთან მიმართებაში, არის ის, რომ ახლა ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა დიდწილად ჩაანცვლა წიგნი და მოსახლეობის დიდი პროცენტისთვის  ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს.

და ბოლოს,   ორგანიზაციის პრეზიდენტმა  მოუწოდა  მშობლებს, რომ ადრეული ასაკიდანვე იზრუნონ თავიანთი შვილების წიგნთან მიახლოებაზე  რადგან კვლევები ადასტურებს, რომ,  ძირითად ფაქტორს  განათლებული  ადამიანის  აღზრდასა და ჩამოყალიბებაში წარმოადგენს  ისეთი გარემოს შექმნა,  სადაც არის წიგნები და არიან მკითხველები.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *