Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიისტორიული ფაქტები

თურქების კვიპროსზე შეჭრიდან 50 წელი გავიდა

თურქების კვიპროსზე შეჭრიდან 50 წელი გავიდა

მოკლემეტრაჟიანი ვიდეოკადრები, რომლებიც თურქების შეჭრას ასახავს 1974 წელს კვიპროსის ტერიტორიაზე. ხაზგასმით გვიყვება ატილას მიერ ჩადენილ დანაშაულს და მოტანილ მატერიალურ და მენტალურ ზარალს კვიპროსის დემოკრატიისთვის.

ვიდეო ავრცელებს ლოზუნგს “საკმარისია!” ბერძნულ, თურქულ და ინგლისურ ენაზე: «Φτάνει. Yeter. Enough».

აღნიშნული ვიდეო კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ხრისტოდულიდისმა გამოაქვეყნა ტვიტერზე.

ამ დღესთან დაკავშირებით კვიპროსს საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც ესტუმრა.

შეგახსენებთ, რომ 1974 წლის 15 ივლისს კვიპროსში განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ EOKA-მ დაამხო პრეზიდენტ მაკარიოს III-სი ხელისუფლება. თურქეთის ხელისუფლება თავიანთი ინტერესების ხელყოფისაგან დასაცავად 30 სამხედრო კორპუსით შეიჭრა კუნძულზე და დაიკავა ქვეყნის 35 %. კვიპროსი გაიყო ჩრდილოეთ თურქულ და სამხრეთ ბერძნულ ნაწილებად. კონფლიქტური მხარეები ერთმანეთისაგან გაიყო ე. წ. “მწვანე ხაზით” – გაეროს ბუფერული ზონით. გამყოფი ხაზით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა. ბერძნულ და თურქულ თემებს შორის შეიქმნა ფიზიკური და სოციალური ბარიერები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *