Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

აქსიონ ესტი: ღვთისმშობლის ხატთან მოლოცვაზე ვადა ოთხშაბათამდე გაგრძელდა

მომლოცველთა უპრეცედენტო სიმრავლის გამო  წმინდა ხატი “აქსიონ ესტი” ათენის საკათედრო ტაძარში ოთხშაბათამდე, 17 მაისამდე დარჩება.

ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმოსმა ოფიციალურად მოითხოვა ათონის წმინდა თემიდან ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „აქსიონ ესტის“ მომლოცველობის გაგრძელება, ხედავდა რა მორწმუნეთა ყოველდღიურ, უზარმაზარ რიგებს ტაძარში.

ათონის წმინდა თემი, გავრცელებული  ინფორმაციით, შაბათს ღამით შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება ათენში სასწაულმოქმედი ხატის ყოფნის რამდენიმე დღით გახანგრძლივების შესახებ.

ამავდროულად, ხალხის დიდი ნაწილი ათენის მიტროპოლიის გარეთ აგრძელებს მოთმინებით ლოდინს, რათა თაყვანი სცეს ღვთისმშობლის წმინდა ხატს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *