Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ფალაკროში ოთხშაბათს გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დამატებითი სახანძრო-სამაშელო ბრიგადების მობილიზაცია იწყება

ფალაკროში ოთხშაბათს გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დამატებითი სახანძრო-სამაშელო ბრიგადების მობილიზაცია იწყება

სახმელეთო და საჰაერო ძალები თავდაუზოგავად იბრძვიან ფალაკროში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად. შეგახსენებთ რომ ცეცხლი ოთხშაბათს შუადღეს გაჩნდა და ამ დრომდე მოდებულია ტერიტორიაზე.

ცეცხლი დიდ ტერიტორიაზე ძალიან სწრაფად ძლიერი ქარების გამო გავრცელდა. ხანძარი ჩამოვარდნილი მეხის შედეგად გაჩნდა ხიონოტრიპაში. ჩამოვარდნილი მეხის შედეგად ორი სხვადასხვა ცეცხლის კერა გაღვივდა, რომელთა გაერთიანების შედეგადაც ერთი დიდი ხანძარი წარმოიშვა.

ადგილი სადაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ ხანძრის დაორჩილებას ძალიან მიუვალია. ცეცხლის კერებს ვერ უდგებიან მეხანძრეები. ერთადერთი საშუალება ამ წერტილებში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენია, რომელსაც ღამის საათებში ფრენა არ შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათიდან შეუჩერებლად მიმდინარეობს წყლისფრქვევა ცეცხლის ჩასაქრობად ხანძარს მაინც ვერ იმორჩილებენ. 

სახანძრო სამაშველო ბრიგადას შეუერთდნენ მეხანძრეები ალექსანდრუპოლიდან, ქსანიდან და ათენიდანაც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *