Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

კლიმატურმა ფენომენმა დააზარალა მაგნეზია და სპორადები- დაიტბორა ქუჩები და შენობები

საბერძნეთში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში თავს დამტყდარმა კლიმატურმა ფენომენმა სახელწოდებით “დანიელი” მაგნეზიისა და სპორადების რეგიონები ყველაზე მეტად დააზარალა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა დაფიქსირდა ვოლოსში, პელიონის სოფლებში და ასევე თესალიის რაიონებში.

ვოლოსში მოძრაობა შეჩერებულია წრიულ გზაზე პანთესალიკოსის სიმაღლეზე ჩარჩენილი მანქანებით და სახანძრო ბრიგადა მძღოლების გათავისუფლებას ცდილობს. ორშაბათს დილიდან დაწყებული ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ასევე ვოლოსის საავადმყოფო.

ადგილობრივი მაცხოვრებლები საკუთარ სახლებში არიან გამომწყვდეულები და გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

პელიონში, სოფელ მილინაში წაქცეულმა ხეებმა ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მოსახლეობას მოუწოდებენ, ზედმეტად არ გადაადგილდნენ სამხრეთ პელიონის რაიონებში, ხოლო ვოლოს-აგრიას გზა ადიდებულ მდინარედ გადაიქცა.

ორშაბათიდან სამშაბათის ჩათვლით ღამის ელვისებური აქტივობა უწყვეტი იყო. იმავდროულად, გამთენიისას, ძლიერმა ქარმა მოიცვა აგიას მუნიციპალიტეტი და ლარისას სანაპიროები, რის შედეგადაც ელექტროენერგია გაითიშა რეგიონის ბევრ სოფელში.

უამინდობის გამო დღეს, სამშაბათს, ვოლოსის საჯარო სამსახურები დახურული დარჩება, ასევე დახურული დარჩება სკოლებიც, რომლებიც მოსწავლეების მისაღებად მოსამზადებელ ფაზაში არიან.

ამავდროულად, Hellenic Train-ის განაცხადებით,  დაკეტილი იქნება ლარისა-ვოლოსის ხაზი, რადგან ექსტრემალური ამინდის გამო გზაზე წვდომა შეუძლებელია.

წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ასევე სკიათოშიც. დატბორილია გზები, ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ არააუცილებელი გადაადგილებისგან.

დღეს, სამშაბათს, ძლიერი წვიმა და შტორმია მოსალოდნელი ეპიროსში, იონიის კუნძულებზე, პელოპონესში, თესალიაში, სპორადებსა და ევიაში. მაკედონიაში უამინდობა უფრო ინტენსიური იქნება პიერიის, იმათიასა და ხალკიდიკის რაიონებში, ხოლო ცენტრალურ საბერძნეთში, ევრიტანიის, ფთიოტიდასა და ვიოტიის რეგიონებში ფენომენი გაძლიერდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *