Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ დააკავა გოგონა, რომელიც აცხადებდა რომ 4 კაცმა გააუპატიურა, ცრუ ჩვენების მიცემისთვის

პოლიციამ დააკავა გოგონა, რომელიც აცხადებდა რომ 4 კაცმა გააუპატიურა, ცრუ ჩვენების მიცემისთვის

ლივადიაში, გოგონამ, რომელიც გატაცებასა და გაუპატიურებაში სდებდა ბრალს 4 პირს, პროკურორთან საუბრისას ფსიქოლოგის თანდასწრებით აღიარა, რომ მოიტყუა.
აღიარებით ჩვენებამდე პროკურორმა ბრძანება გასცა გოგონას ჩატარებოდა სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგენილიყო ძალადობის კვალი, თუმცა გოგონა მტკიცე უარს აცხადებდა ექსპერტიზის ჩატარებაზე. სწორედ ამიტომ გადაიყვანეს პროკურორთან დაკითხვაზე და მოითხოვეს ფსიქოლოგი დასწრებოდა საუბარს.
აღიარებითი ჩვენების შემდეგ კი გაიცა გოგონას დაპატიმრების ბრძანება.

შეგახსენებთ, რომ გოგონას ჩვენებაზე დაყრდნობით ყველაფერი ოთხშაბათს დილით 11:00 სააზე დაიწყო, როცა მისი მოტოციკლეტით წმინდა ისიდოროსის სანაპიროზე წავიდა იმ ბიჭთან შესახვედრად, რომელიც Tik Tok-ზე გაიცნო.

ცრუ ჩვენების თანახმად გოგონა დანიშნულ შეხვედრაზე ვერ მივიდა, რადგან მის წინ მიმავალი შავი მანქანიდან 4 კაცი გადმოვიდა, რომლებიც გოგონას მიუახლოვდნენ ერთ-ერთმა მათგანმა პირზე ხელი ააფარა და დანარჩენი სამი მოძალადის დახმარებით მანქანაში ჩატენა. 

დამნაშავეებმა გოგონა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და 10 წუთის შემდეგ გაჩერდნენ მიტოვებულ ადგილას, სადაც ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს მასზე.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *