Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადის მკურნალობას – ავტოსაგზაო შემთხვევამ 4 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადის მკურნალობას – ავტოსაგზაო შემთხვევამ 4 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

კალამატას საავადმყოფოში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადის მკურნალობას 39 წლის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელმაც გუშინ შუადღეს პირღო-მეთონის ეროვნულ გზატკეცილზე 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პოლიციამ სატვირთო მანქანის მძღოლი ადგილზევე დააკავა. 

მძღოლს ჩაუტარდა ალკოტესტი, რათა დადგენილიყო მართავდა თუ არა სატვირთო მანქანას ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული 2022 წელსაც იყო გახვეული მსგავს შემთვევაში, თუმცა მაშინ დაპატიმრებას გადაურჩა.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.

ავტოსაგზაო შემთხვევა 12:30 საათზე მოხდა. პირღო-მეთონის ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალი სატვირთო მანქანა გზიდან გადავიდა და 3 ავტომანქანას შეეჯახა.

პირველი მანქანა, ვერცხლისფერი ფერის, სატვირთოს საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. შეჯახების შედეგად გზიდან გადავარდა და გზის დამცავ ბარიერებს შეასკდა, მეორე, ლურჯი მანქანა სატვირთო მანქანის ქვეშ მოყვა, ხოლო მესამე ავტომანქანა კი დაზიანებულ მანქანებს შეეჯახა.

საზარელი შეჯახების შედეგად დაიღუპა 38 წლის კაცი და მისი 1 წლის ქალიშვილი, 44 წლის კაცი და მისი 13 წლის ქალიშვილი. 

სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ 4 ადამიანის გადარჩენა შეძლო, რომლებსაც სხეულის მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული. 

დაშავებულების მანქანებიდან გადმოყვანა იმდენად რთული იყო, რომ სამაშველო ბრიგადა იძულებული გახდა გადაეჭრა მანქანების სახურავები. 

დაშავებულებიდან ერთ-ერთი 38 წლის გარდაცვლილი კაცის 6 წლის ვაჟია, რომელიც სხეულის მძიმე დაზიანებებით პატრას საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მაშელებმა შეძლეს 44 წლის დაღუპული კაცის 19 წლის შვილის გადარჩენაც, რომელიც ტრიპოლის საავადმყოფოში მძიმე ტრამვებით გადაიყვანეს. ხოლო კიპარისიას საავადმყოფოში კი გადაიყვანეს კიდევ 2 ქალბატონი 38 და 66 წლის ასაკის, რომლებიც იმავე მანქანებში იმყოფებოდნენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *