Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

როდოსი: 73 წლის ქალი თაღლითობის მსხვერპლი გახდა-მას დიდი ოდენობის დაზღვევას დაპირდნენ

თაღლითობის მსხვერპლი გახდა კუნძულ როდოსზე მცხოვრები 73 წლის ბერძენი ქალი, რომელსც ხუთშაბათს, ნაშუადღევს, უცნობი პირი  დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას 27 000 ევროს ოდენობის თანხა ეკუთვნიდა გარდაცვლილი მეუღლის დაზღვევიდან.

უცნობი ამტკიცებდა, რომ ბანკის თანამშრომელი იყო და იცოდა,  რომ ის ქმრის პენსიას ამერიკიდან იღებდა. ამდენად, მოხუც ქალს ეჭვი არ შეუტანია, რომ ის თაღლითოპის მსხვერპლი იყო და დაუჯერა, როდესაც უცნობმა უთხრა, რომ საგადასახადო ავანსად 6122 ევრო უნდა ჩაერიცხა, რათა უზრუნველყოფის თანხის აღება შეძლებოდა.

73 წლის ქალი მივიდა ბანკის ფილიალში და თანხა უცნობის მიერ მიცემულ ანგარიშზე ჩარიცხა, მაგრამ როდესაც ის ცდილობდა მასთან დაკავშირებას, უცნობს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოხუცი მიხვდა, რომ მოტყუვდა და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

ამჟამად არხაგელოს პოლიციის  განყოფილების თანამშრომლები დამნაშავის ვინაობის დადგენას  ცდილობენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *